ფოტო კონკურსი - "ბუნება/ჩვენი გარემო"

მოგესალმებით!!! სასკოლო-სამოქალაქო კლუბი "ბური" მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ღონისძიებების გატარების ფარგლებში ატარებს ფოტო კონკურსს სახელწოდებით "ბუნება/ჩვენი გარემო". კონკურსის ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ დანარჩენი ყველაფერი თქვენი ფანტაზიებისა და ფოტოგრაფიული ხედვისათვის მოგვენდო, მათ შორის ნამუშევარის შინაარსიც. შესაბამისად თქვენ ფოტო-სურათების გადაღების დროს არაფერში არ ხართ შეზღუდულები. მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ ფოტო ბუნებასთან დაკავშირებული უნდა იყოს.
კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. ხოლო გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები.
ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ თითო მოსწავლისგამ მხოლოდ ერთი ნამუშევარი მიიღება. ყურადღება მიექცევა საავტორო უფლებების დაცვასაც. ფოტო ნამუშევრების მიღება დაახლოებით 1 თვე-თვე ნახევარი გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.

ფოტოს გამოსაგზავნად მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს...
გისურვებთ წარმატებას!!!